Saturday, April 21, 2018

უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი რთულდება


უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესი იცვლება. თუ აქამდე უცხოელი საქართველოში 5 წლით ცხოვრების შემდეგ ქვეყნის მოქალაქეობას იღებდა, ცვლილებების მიხედვით, ეს 7 წლის შემდეგ შეეძლებათ.
გარდა ამისა, უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეზე იქორწინებდა, მოქმედი კანონით ქვეყნის მოქალაქეობას 2 წლის შემდეგ იღებდა, ცვლილების შემდეგ კი 3 წლის შემდეგ შეეძლებათ.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ორივე ცვლილების შემდეგ, საქართველოში ყალბი ქორწინებებით უცხოელები საქართველოს მოქალაქეობას ვეღარ მიიღებენ.
ცვლილებებზე დღეს მესამე სამუშაო შეხვედრა იმართება და მას იურიდიული კომიტეტის წევრებთან ერთად იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment