Sunday, April 22, 2018

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დაკავების შემდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრა. ვეფხია ბაქრაძის ჩვენების მცირე ნაწილს გაზეთი „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, რომ მოკლული მისი და ნათელა გაბოძის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, რის გამოც ის 13 აპრილს თამარ გამრეკელაშვილთან ურთიერთობის გასარკვევად მივიდა. ამასთან ბრალდებულის ინფორმაციით, 2017 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის და ნათელა გაბოძე კვლავ ერთად ცხოვრობდნენ. 

„13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევირბინე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, - წერს ჩვენებაში ბრალდებული.

ვეფხია ბაქრაძის ჩვენების თანახმად, მან ნათელა გაბოძის რამდენიმე ტანსაცმლის დაჭრა და დაწვა გადაწყვიტა, რისთვისაც ავტომანქანიდან დანა ამოიტანა. ბაქრაძის ინფორმაციით, მან დაჭრილ ტანსაცმელს ბენზინი გადაასხა, თუმცა მათი დაწვა გადაიფიქრა. 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
 

„გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი „კრესლოში“, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, - აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული. 

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-CIU-Multimedia-Centre-1567807070128596/

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment