Friday, April 20, 2018

ჯორჯ სოროსის ფონდი უნგრეთში მუშაობას წყვეტს

ჯორჯ სოროსის „ფონდი-ღია საზოგადოება“ ბუდაპეშტში მოქმედ ოფისს ხურავს და აღმოსავლეთ ევროპისთვის განკუთვნილ ოპერაციებს ბერლინის ოფისში გადაიტანს. ინფორმაციას Reuters-ი  უნგრულ და ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უნგრული მედიის მიხედვით, სოროსის „ფონდი-ღია საზოგადოება“ უნგრეთის დედაქალაქში მოქმედ ოფისში მუშაობას 31 აგვისტოს შეწყვეტს და ჯერ ვენაში, შემდეგ კი ბერლინში გადაინაცვლებს.
ბუდაპეშტში და ნიუ-იორკში არსებული ე.წ. სოროსის ფონდის ოფისები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტის და ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანია „შეაჩერე სოროსი“ წამოიწყო
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი" (CEU) ჯორჯ სოროსის ფონდმა პოსტსაბჭოთა ბუდაპეშტში 1991 წელს დააარსა. უნგრეთის პარლამენტმა 3 აპრილს, განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად სოროსის უნივერსიტეტის დახურვა შესაძლებელი გახდა. გავრცელებული მოსაზრებით, ამ მიზნის მიღწევას ორბანის მმართველი პარტია უნგრეთში დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment