Thursday, April 12, 2018

გოგო, რომელსაც შეყვარებულმა ინტიმური ფოტოები გაუვრცელა, 6,4 მილიონ დოლარს მიიღებს

ჯეინ დოუ (სახელი შეცვლილია), რომელმაც კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი 2014 წელს შეიტანა თავისი ყოფილი შეყვარებულის წინააღმდეგ, კომპენსაციით სახით 6,4 მილიონი დოლარი მიიღო. ყოფილმა შეყვარებულმა ჯეინის ინტიმური ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
NYT-ის ცნობით, ეს ოლნაინ-დანაშაულის ერთ-ერთი პირველი საპროცესო საქმე იყო. გამოძიებას 4 წელი დასჭირდა. ჯარიმა გულისხმობს 450 ათას დოლარს საავტორო უფლებების დარღვევისთვის, 3 მილიონ დოლარს ემოციური ტანჯვისთვის და კიდევ 3 მილიონს დანარჩენი ზარალისთვის, მათ შორის რეპუტაციის შელახვისთვის. 
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მისი ფოტოები პორნოსაიტებზე და ასევე Tumblr-ზე ატვირთა. გარდა ამისა, მან პირადად გაუგზავნა ფოტოები გოგოს მეგობრებსა და კოლეგებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment