Thursday, April 12, 2018

მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის შემეცნებითი პროგრამა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მომავალი გადასახადების გადამხდელთათვის, შემეცნებითი პროგრამა დაიწყო, სახელწოდებით „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“.
პროგრამა მიზნად ისახავს, მომავალი გადასახადების გადამხდელთა საგადასახადო კულტურისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
პროექტი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მასში ქვეყნის მასშტაბით, 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. მომავალი გადასახადების გადამხდელები შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებს, სერვისცენტრებს დაათვალიერებენ და ერთდღიანი სემინარის ფორმატში მიიღებენ გადამხდელთათვის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.
დღეს, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტს „წითელი ხიდი“, გაფორმების ეკონომიკურ ზონას „თბილისი“ და გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრს ესტუმრნენ.
გასულ წელს, პროგრამაში 21 უმაღლესი სასწავლებლის, 900-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment