Wednesday, May 2, 2018

10 მაისიდან თბილისის არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტები დაინერგება


თბილისის არქიტექტურის სამსახურში რეორგანიზაცია დასრულდა. 10 მაისიდან სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტები დაინერგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა.
"დასრულებულია მერიის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, რამაც თავისი შედეგი უკვე გამოიღო დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად. 10 მაისიდან ჩვენ არქიტექტურის სამსახურში შევუდგებით მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვას და ამ გზით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ასეთი მნიშვნელოვანი სისტემური ხასიათის პრობლემებია მომსახურების ვადების სისტემატური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები და ა.შ.", - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ყველას ეს ხარვეზი გამოვლენილია, ნაწილი უკვე აღმოიფხვრა, ნაწილის აღმოსაფხვრელად კი მუშაობა გრძელდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment