ხანძარი იყო ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში. როგორც imedinews ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ განუცხადა, ცეცხლი სკოლის მეორე სართულზე გაჩნდა და დამწვარია ერთი ოთახი.
,,სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სკოლის მეორე სართულზე ცეცხლი გაჩნდა. დაკვამლიანება იყო. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ლოკალიზება სრულად შეძლო. არსებულ ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროგაყვანილობაა. დამწვარია 37 კვადრატული მეტრი,"- განაცხადა გოგუამ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment