Sunday, July 1, 2018

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს გამოცდების ჩატარების დროის გადამოწმებას ურჩევს


განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს მათი გამოცდების ჩატარების დროის გადამოწმებას ურჩევს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, გამოცდებუს ჩატარების გრაფიკში გარკვეული ცვლილებებია.
 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

"სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული გამოცდების პირველი კვირის განმავლობაში, შუადღის საგამოცდო სესიები გაუქმდა და გადანაცვლდა მომდევნო დღის დილის საათებში. 
 

ახლა მხოლოდ დილით არის საგამოცდო სესიები. ეს ინფორმაცია განთავსებულია როგორც საგამოცდო ცენტრის, ისე სამინისტროს ვებ გვერდზე. აუცილებელია მისი გამოცდის დროის ცვლილების გადამოწმება", - აღნიშნა მურღულიამ.
ipn.ge

No comments:

Post a Comment