Thursday, July 5, 2018

დაუბრუნდება თუ არა დედაქალაქს ტრამვაი - რა წერია თბილისის გენგემაში?

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის თა­ნახ­მად, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად 2019-2022 წლე­ბი გა­ნე­სა­ზღვრა.
გენ­გეგ­მის დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად მე­რი­ას სხვა­დას­ხვა წლე­ბი აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი. კერ­ძოდ, ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა 2019-2022 წლებ­ში ევა­ლე­ბა, რა­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მეტ­როს, მა­სობ­რი­ვი ტრან­ზი­ტის დე­რეფ­ნე­ბის, სა­ავ­ტო­ბუსო ქსე­ლის, სა­ბა­გი­რო კავ­ში­რე­ბის, მულ­ტი­მო­და­ლუ­რი ჰა­ბე­ბის და­გეგ­მვა (მათ შო­რის სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო და პო­ლი­ცენ­ტრულ არე­ა­ლებ­ში). ამა­ვე წლებ­ში უნდა შე­ის­წავ­ლონ სამ­გზავ­რო რკი­ნიგ­ზის სატ­რან­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლი რკი­ნიგ­ზის დე­რეფ­ნის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, არ­სე­ბუ­ლი და საპ­როგ­ნო­ზო მგზავ­რთნა­კა­დის, მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბი­სა და და­სახ­ლე­ბა­თა სივ­რცი­თი მო­წყო­ბის, ურ­ბა­ნუ­ლი ტრან­სპორ­ტის სის­ტე­მა­ში სა­უ­კე­თე­სო ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის (თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რი) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. უნდა მოხ­დეს საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ანა­ლი­ზი, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის მომზდე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო მო­დელ­ში სი­მუ­ლა­ცია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­სა­ზღვრა.
თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის გა­ნახ­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ მე­რი­ამ 2018-2023 წლებ­ში ტრამ­ვა­ის­თვის სა­პი­ლო­ტე დე­რე­ფა­ნიც უნდა შე­არ­ჩი­ოს, კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს, პრო­ექ­ტი­რე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მე­ბი და­სა­ხოს.
ასე­ვე, 2019-2022 წლებ­ში, მე­რი­ამ უნდა შე­ის­წავ­ლოს საქ­ვე­ი­თე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მო­ახ­დი­ნოს პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, დი­ზა­ი­ნის და კე­თილ­მო­წყო­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­სა­ზღვრა. გარ­და ამი­სა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ვე­ლო­სი­პე­დე ინფრაქსტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შესწვა­ლა, მო­ამ­ზა­დოს კონ­ცეპ­ტუ­ა­ლი დი­ზა­ი­ნი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გან­სა­ზღვროს. ასე­ვე, შე­ი­მუ­შა­ოს ინ­ტე­ლექ­ტუ­რა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის გეგ­მა.
ამას­თან, მე­რი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გზა­თა იერ­არ­ქი­ის დად­გე­ნა და საგ­ზაო ინფრაქსტრუქ­ტუ­რის დი­ზა­ი­ნის/კე­თილ­მო­წყო­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაც.ტრან­სპორ­ტის მო­დე­ლის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად, მე­რი­ას გენ­გეგ­მის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, 2018-2019 წლე­ბი აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში უნდა მოხ­დეს სა­მარ­შრუ­ტო ქსე­ლის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის და­გეგ­მვა. კერ­ძოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის­თვის (ძი­რი­თა­დი, მე­ო­რა­დი და მე­სა­მე­უ­ლი სა­ავ­ტო­ბუსო ქსე­ლი და მიკ­რო ავ­ტო­ბუ­სე­ბი) იერ­არ­ქი­ის მი­ხედ­ვით სა­მარ­შრუ­ტო ქსელ­ში როლი გან­სა­ზღვროს, ასე­ვე და­ად­გი­ნოს მარ­შრუ­ტე­ბი, სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბე­ბი და სიხ­ში­რე­ე­ბი.
გარ­და ამი­სა, 2018-2019 წლებ­ში მე­რი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ავ­ტო­ბუ­სის გა­მო­ყო­ფი­ლი ზო­ლე­ბის და­გეგ­მვა, პრო­ექ­ტი­რე­ბა და (bus lane) ეტა­პობ­რი­ვი მო­წყო­ბა; მო­ცე­მუ­ლი სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნე­ბი­დან ტრამ­ვა­ის­თვის სა­პი­ლო­ტე დე­რე­ფა­ნი შე­არ­ჩი­ოს, კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს, და­აპ­რო­ექ­ტოს და აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment