Tuesday, July 3, 2018

როგორია თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოსა და მსოფლიოში


საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ნებისმიერი პირი, რომელიც კვირაში 1 საათზე მეტ ხანს მუშაობს დასაქმებულად ითვლება. 
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თვითდასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში ასეთია:  
  • საქართველო - 51.7%
  • კოლუმბია - 51.3%
  • საბერძნეთი - 34.1%
  • ბრაზილია - 32.9%
  • თურქეთი  - 32.4%
  • სამხრეთ კორეა - 25.5%
  • იტალია - 23.9%
  • ესპანეთი - 16.9%
  • გაერთიანებული სამეფო - 15.4%
  • საფრანგეთი - 11.8%
  • იაპონია - 10.6%
  • გერმანია - 10.4%
  • კანადა - 8.6%
  • რუსეთი - 7.5%
  • აშშ - 6.4% 
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და 13.9 პროცენტამდე ჩამოვიდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment