Sunday, July 1, 2018

ინიესტამ რუსეთი-ესპანეთის მატჩით სანაკრებო კარიერა დაასრულა

ანდრეს ინიესტა, რომლის გოლმაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია და ნაკრებს გამარჯვება მოუტანა, სანაკრებო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ მან დღეს, რუსეთთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაზე ესპანეთის დამარცხების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ეს მატჩი ეროვნულ ნაკრებში ჩემთვის ბოლო თამაში იყო. ჩემი ცხოვრების საოცარი ნაწილი დასრულდა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც ვოცნებობთ", - თქვა ანდრეს ინიესტამ და დასძინა, რომ აუცილებელია "ესპანეთმა წარმატების მისაღწევად ახალი გზების ძიება დაიწყოს". 
34 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში 2006 წლიდან იყო, სწორედ მასთან ერთად გახდა ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს და ევროპის ორგზის ჩემპიონი (2008-2012 წლებში).
ინიესტამ დატოვა კატალონური კლუბი "ბარსელონაც", სადაც ბოლო სეზონი ითამაშა. კატალონიური კლუბის მაისურით ანდრეს ინიესტამ 16 წელი ითამაშა. ინიეტსას ნათამაშები აქვს: 669 მატჩი, მის ანგარიშზეა 57 გოლი.

რუსეთმა პენალტების სერიით ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტებით კი გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment