Friday, September 28, 2018

ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული თამამი ფოტოებისა და პოპულარობის გამო "მის ერაყი 2015" მოკლეს

ერა­ყის დე­და­ქა­ლაქ ბაღ­დად­ში 2015 წლის "მის ერა­ყის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 22 წლიწ ტარა ფა­რე­სი მოკ­ლეს. ტე­ლე­არხ Kurdistan24-თან სა­უ­ბარ­ში, ქვეყ­ნის შს მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ გო­გო­ნა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ონ­ში სა­კუ­თა­რი სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც მას უც­ნო­ბი პი­რე­ბი დახ­ვდნენ და სამი ტყვია ეს­რო­ლეს.
თვითმხილ­ვე­ლებ­მა ის სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ექი­მე­ბის თქმით, გო­გო­ნას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნის დროს სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და.
ერთ-ერთი ვერ­სი­ით, "მის ერა­ყის" ტი­ტუ­ლის აღე­ბის შემ­დეგ ტარა ფა­რესს დევ­ნიდ­ნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რის გა­მოც ის ქუ­ჩა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ ჩნე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ის მძევ­ლად ჰყავ­დათ აყ­ვა­ნი­ლი და აწა­მეს1972 წლის შემ­დეგ ერაყ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი პირ­ვე­ლად 2015 წელს ჩა­ტარ­და. რო­გორც ზე­მოთ ავღ­ნიშ­ნეთ, კონ­კურ­სში ტარა ფა­რეს­მა გა­ი­მარ­ჯვა. მა­შინ ის 19 წლის იყო. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო გო­გო­ნას ოჯახს მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­ლავ­დნენ, რად­გან მისი ქმე­დე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.
ასე­თი წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, მან გა­რის­კა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. თუმ­ცა ტა­რას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ჩე­ნას ერა­ყე­ლი რა­დი­კა­ლე­ბის­გან ისე­თი მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა, რომ მალე მო­დე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ცხოვ­რებ­ლად ევ­რო­პა­ში გა­და­სუ­ლი­ყო. მისი გა­რე­მოც­ვა ამ­ბობ­და, რომ გო­გო­ნას იქ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან უმ­ძიმ­და და რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ისევ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.ტარა ფა­რე­სი ზოგ­ჯერ უცხო­ეთ­ში გა­მარ­თულ მო­დის ჩვე­ნე­ბებ­შიც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ამავდრო­უ­ლად სი­ლა­მა­ზე­სა და ქა­ლის უფ­ლე­ბებ­ზე ინ­ტერ­ნეტ ბლო­გებს წერ­და... მას "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე 3 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­მომ­წე­რი ჰყავ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ ის თავ­დამ­სხმე­ლე­ბის სა­მიზ­ნე სწო­რედ ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბის გამო გახ­და.ტარა ფა­რე­სის ოჯა­ხი ქურ­თის­ტა­ნის დე­და­ქა­ლაქ ერ­ბი­ლი­დან იყო. გო­გო­ნა, სამ­შბო­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სწო­რედ, თა­ვის ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ბრენ­დის სახე იყო. ამის გამო ბაღ­დად­ში ჩას­ვლა ხში­რად უწევ­და... სწო­რედ ერთ-ერთი შეხ­ვედ­რა­ზე მი­მა­ვალს დახ­ვდნენ და სამი ტყვია ეს­რო­ლეს - თა­ვი­სა და მკერ­დის არე­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment