Monday, September 24, 2018

ცოლიან კაცებს ვწერდი და ვაშანტაჟებდი" - როგორ სძალავდა ფულს ოჯახის წევრებს და რის გამო მიატოვა 3 შვილი ქართველმა დედამ

ყვე­ლა­ფე­რი უწყი­ნა­რი თა­მა­შით და­ი­წყო. რე­პე­ტი­ტორ­თან მყოფ შვილს დე­რე­ფან­ში ელო­დე­ბო­და და დრო­ის გა­საყ­ვა­ნად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იქე­ქე­ბო­და... სწო­რედ იქ ითა­მა­შა რა­ღაც თა­მა­ში, ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვა და რამ­დე­ნი­მე ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ ახალ ლე­ველ­ზე გა­და­სას­ვლე­ლად სიმ­ბო­ლუ­რად 1 ლა­რის ჩა­რი­ცხვამ მო­უ­წია. იმ თან­ხით 17 ლარი მო­ი­გო და ასე და­ი­წყო ტრა­გე­დი­აც...
ახლა სამი შვი­ლი ქმრის ოჯახ­ში და­ტო­ვა და 10.000 დო­ლარ­ზე მეტი ვა­ლით დის სახ­ლს შე­ა­ფა­რა თავი. სტა­ტია გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ამ­ზა­და, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:
ანა, 32 წლის:
- სამი გო­გო­ნა მყავს და 6 თვე­ზე მე­ტია, არ მი­ნა­ხავს. ჩემი შვი­ლე­ბის გა­რე­შე გან­ვლილ ყო­ველ დღეს ვით­ვლი­დი, შემ­დეგ კი დი­ნე­ბას მივ­ყე­ვი... ახლა ერთ რა­მეს ვნა­ნობ, რა­ტომ არ გა­ვუმ­ხი­ლე მე­უღ­ლეს გა­სა­ჭი­რი. შე­მე­შინ­და, და­ვუ­მა­ლე და მერე უკვე გვი­ან იყო...
თავ­და­პირ­ვე­ლად, კვი­რა­ში 5 ლარს ვთხოვ­დი, მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი რა­ღა­ცას ურე­ვენ, ასე სწრა­ფად ფული რო­გორ მეჭ­რე­ბა-მეთ­ქი? შემ­დეგ - კვი­რა­ში ორ­ჯერ, სამ­ჯერ... მე­უღ­ლეს პა­ტა­რა სურ­სა­თის მა­ღა­ზია აქვს და მის გამ­ყიდ­ველ გო­გო­ნას ვარ­თმევ­დი ფულს, თან ხუმ­რო­ბით ვაფრ­თხი­ლებ­დი, ჩემს ქმარს არ უთხრა, მე თვი­თონ და­გიბ­რუ­ნებ, ბოლო დროს გა­წუ­წუ­რაქ­და, სამი შვი­ლი რომ ჰყავს, არ ახ­სოვს-­მეთ­ქი. თა­ვი­დან ისიც ქა­ლურ სო­ლი­და­რო­ბას მი­ცხა­დებ­და, მაგ­რამ როცა რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვა­დე­ქი, კი­დევ მო­მე­ცი ფული და ყვე­ლა­ფერს ერ­თად და­გიბ­რუ­ნებ-მეთ­ქი, შე­ყოყ­მან­და, მაგ­რამ უარი მა­ინც ვერ მი­თხრა. შე­მე­შინ­და, ქმარს არა­ფე­რი უთხრას-მეთ­ქი, და­ქალს გა­მო­ვარ­თვი სა­ჭი­რო თან­ხა და გამ­ყიდ­ველ გო­გო­ნას ვალი და­ვუბ­რუ­ნე.
და­ქა­ლი მო­ვა­ტყუე, თავი ხში­რად მტკი­ვა, რა­ღაც ცუდი სიმპტო­მე­ბი მაქვს და ტო­მოგ­რა­ფი­ის­თვის 400 ლარი მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. მას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და შეშ­ფოთ­და, ამ­დე­ნი ფული არა მაქვს, მაგ­რამ ოქ­როს სამ­კა­უ­ლებს და­ვა­ლომ­ბარდ­ებო... ვა­ტყუ­ებ­დი მა­მამ­თილს, შენი პენ­სია სა­ფუ­ლეს­თან ერ­თად ჩან­თი­დან ამო­მა­ცა­ლეს-მეთ­ქი; დე­დამ­თილს - წა­მა­ლი გა­უძ­ვი­რე­ბი­ათ და თან­ხის და­მა­ტე­ბა მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი...
ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­ში ერთი ბიჭი გა­ვი­ცა­ნი, ისიც მო­თა­მა­შე. მეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­და. მას ჩემ­ზე მე­ტად ჰქონ­და შე­ტო­პი­ლი, მაგ­რამ ამას ვერ ვამ­ჩნევ­დი, დილა-სა­ღა­მოს ვმე­სი­ჯობ­დით... ერთხე­ლაც ვუ­თხა­რი, აღარ მომ­წე­რო-მეთ­ქი, ის კი მუ­ქა­რა­ზე გა­და­ვი­და, თან­ხას თუ არ ჩა­მი­რი­ცხავ, ჩვენს მი­მო­წე­რას შენს ქმარს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დზე სა­ჯა­როდ გა­მო­ვუქ­ვეყ­ნე­ბო. 1.000 ლარი ვი­სეს­ხე და მი­ვე­ცი. შემ­დეგ შე­მეშ­ვა, ეტყო­ბა, სხვა იპო­ვა, უფრო ფუ­ლი­ა­ნი, მე კი მის­გან მი­ღე­ბუ­ლი "გა­ნათ­ლე­ბა" სხვას­თან გა­მო­ვი­ყე­ნე - ცო­ლი­ან კა­ცებს ვწერ­დი და შემ­დეგ ვა­შან­ტა­ჟებ­დი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment