Sunday, September 23, 2018

ვინ არის ავსტრიაში წარმატებული ქართველი, რომელიც რობოტებს ქმნის

ნო­დარ აბ­რა­მიშ­ვი­ლი ავ­სტრი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­სა და შრო­მის შე­დე­გად, დღეს ერთ-ერთ ფირ­მა­ში, მთა­ვარ პროგ­რა­მის­ტად მუ­შა­ობს, სა­დაც მის შრო­მას აფა­სე­ბენ. მუ­შა­ო­ბა ისე და­ი­წყო, რო­გორც პრაქ­ტი­კან­ტმა, თუმ­ცა მა­ნამ­დე საქ­მი­ან, სო­ლი­დურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარი თქვა. პრო­ფე­სი­უ­ლი ძი­ე­ბი­სა და პი­რა­დი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ნო­დარ აბ­რა­მიშ­ვი­ლი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა:
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში   
- 7 წელ­ზე მე­ტია, ავ­სტრი­ა­ში ვცხოვ­რობ. თავ­და­პირ­ვე­ლად, რა თქმა უნდა, რთუ­ლი იყო - ენის ბა­რი­ე­რი მქონ­და. პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რი ვარ - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ავ­სტრი­ა­ში ვე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ჩა­ვა­ბა­რე (სპე­ცი­ა­ლო­ბა - რო­ბო­ტექ­ნი­კა და მიკ­რო­ე­ლექტრო­ნი­კა). ენის სწავ­ლა და­ვი­წყე, პა­რა­ლე­ლუ­რად 
მუ­შა­ო­ბაც მი­წევ­და, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია... შემ­დეგ იქა­უ­რო­ბას საკ­მა­ოდ კარ­გად შე­ვე­გუე, რად­გან დახ­ვე­წი­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­რე­მოა. შრო­მა­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ, სას­წავ­ლე­ბე­ლიც ხელს გი­წყობს...
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში   
რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, ერთ-ერთი - "მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქა­ლა­ქის" პრო­ექ­ტი იყო, რაც ავ­სტრი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი ქა­ლა­ქის დაპ­რო­ექ­ტე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. შემ­დეგ "აუ­დი­ში" პრაქ­ტი­კის გა­სავ­ლე­ლად გა­მიშ­ვეს - თვე­ნა­ხე­ვა­რი უნ­გრეთ­ში ვი­ცხოვ­რე, სა­დაც ევ­რო­პის მას­შტა­ბით, "აუ­დის" ერთ-ერთი დიდი სა­წარ­მოა. სხვა­თა შო­რის, შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ სწავ­ლა უნ­გრეთ­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ იქ ცხოვ­რე­ბა ისე არ მხიბ­ლავ­და, რო­გორც - ვე­ნა­ში, ამი­ტომ ავ­სტრი­ა­ში დავ­ბრუნ­დი.

მერე, როცა უკვე სწავ­ლას ვას­რუ­ლებ­დი, "ფოლკს­ვა­გე­ნის" ქარ­ხა­ნა­ში, ბრა­ტის­ლა­ვა­ში 
ვი­ყა­ვი პრაქ­ტი­კებ­ზე. იქ მივ­ხვდი, რომ ეს ის საქ­მე არა­რის, რო­მე­ლიც მინ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­კე­თო. მეტ-ნაკ­ლე­ბად რუ­ტი­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რია, ყო­ველ­დღი­უ­რი სი­ახ­ლე ნაკ­ლე­ბია. ადა­მი­ა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად, ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ, რომ რო­ბო­ტექ­ნი­კამ გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ოს, ხდე­ბა გა­დაპ­როგ­რა­მი­რე­ბა და ა.შ. თა­ნაც, უკვე 3 წელი იყო გა­სუ­ლი, რაც ვე­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი და ამ ქა­ლაქ­მა ისე შე­მაყ­ვა­რა თავი, რომ სხვა­გან წას­ვლის სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია, ავ­სტრი­ა­ში კი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფირ­მის ფი­ლი­ა­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც შე­კე­თე­ბას და მსგავს საქ­მე­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბა... გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­მეც­ვა­ლა და ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, ჩემი თავი მთლი­ა­ნად ინ­ტერ­ნეტ ტექ­ნო­ლო­გი­ებს მი­ვუ­ძღვე­ნი.

- ამ სფე­როს­თან მა­ნამ­დე არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გქო­ნი­ათ?

- ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე მქონ­და, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­დო­დი: ერთ-ერთ ფირ­მა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის, ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბის, ვებ­სა­ი­ტე­ბის შექ­მნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს დი­დად აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ იყო, ავ­სტრი­ა­ში კი ამ სფე­რო­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვე­ბი: ვე­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ინ­ფორ­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რად­გან მა­გის­ტრა­ტუ­რას ვე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვამ­თავ­რებ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი - სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­როს ათ­ვი­სე­ბა მი­წევ­და.

სწო­რედ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო წა­მო­ვე­დი ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან. ახა­ლი პრო­ფე­სი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი ათ­ვი­სე­ბა მა­შინ და­ვი­წყე: ვებგ­ვერ­დებს ვამ­ზა­დებ­დი, რამ­დე­ნი­მე ფირ­მას IT მომ­სა­ხუ­რე­ბას, კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვუ­წევ­დი. მოკ­ლედ, სა­ნამ ორ­მა­გი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, თავს ამით ვირ­ჩენ­დი. შემ­დეგ, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე და მთე­ლი ძა­ლით ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ტი­კის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე.

- ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სა­ბო­ლო­ოა?

- ალ­ბათ, კი. ის საქ­მე ვი­პო­ვე, რა­საც ვე­ძებ­დი. ჯერ კი­დევ ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ტი­კის სწავ­ლის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნდა ფირ­მა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტებს იწ­ვევ­და. მი­ვე­დი, გა­სა­უბ­რე­ბა გა­ვი­ა­რე... პროგ­რა­მი­რე­ბა­ში სხვა­დას­ხვა "ენა" არ­სე­ბობს. ტეს­ტი­რე­ბა­ზე და­ვა­ლე­ბა იმ პროგ­რა­მულ ენა­ზე მომ­ცეს, რო­მე­ლიც არ ვი­ცო­დი. და­ვა­ლე­ბა იმ ენა­ზე შე­ვას­რუ­ლე, რო­მე­ლიც ვი­ცო­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად, პრაქ­ტი­კან­ტად ამიყ­ვა­ნეს (უფა­სოდ) - შევ­ხე­დოთ, რა გა­მო­ვაო.

ეს პროგ­რა­მუ­ლი ენაც მოკ­ლე დრო­ში (თვე­ნა­ხე­ვარ­ში) ავით­ვი­სე, არა­ერ­თი გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის ხარ­ჯზე. იმ და­ვა­ლე­ბა­ზე ან კონ­კრე­ტულ პრობ­ლე­მა­ზე, რა­საც სამ­სა­ხურ­ში ვერ წყვეტ­დნენ, სახ­ლში მთე­ლი ღამე ვმუ­შა­ობ­დი, დი­ლით კი სამ­სა­ხურ­ში პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის მე­თო­დით ვბრუნ­დე­ბო­დი. "ზე­მო­თაც" შე­მამ­ჩნი­ეს... უკვე 3 წელ­ზე მე­ტია, ამ ფირ­მა­ში ვმუ­შა­ობ. დღეს­დღე­ო­ბით, მთა­ვა­რი პროგ­რა­მის­ტი ვარ - ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში 5 პროგ­რა­მის­ტია. რაც მთა­ვა­რია
bpn.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში   

No comments:

Post a Comment