Monday, September 24, 2018

გია თვალავაძე დანაშაულს არ აღიარებს

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიისთვის დღეს სუსმა დააკავა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა თქვა.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები. სუსის ცნობით, გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც ამ აფთიაქების მხრიდან ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ რეალიზაციას შეეხებოდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment