Thursday, September 27, 2018

ევრო-2024 გერმანიაში ჩატარდება

2024 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გერმანია იქნება. ამის შესახებ UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ორგანიზაციის შტაბბინაში განაცხადა.
ევრო-2024-ის მასპინძლობა თურქეთსაც სურდა, თუმცა ფინალურ კენჭისყრაზე არჩევანი გერმანიის სასარგებლოდ გაკეთდა.
ტურნირი გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება. ესენია: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, გელზენკირხენი, შტუტგარტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კელნი, ლაიფციგი და ფრანკფურტი.
გერმანია ევროპის ჩემპიონატს 1988 წელსაც მასპინძლობდა. მაშინ ტურნირის გამარჯვებული ნიდერლანდების ნაკრები გახდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment