Sunday, September 23, 2018

National Geographic-მა „სიმართლის მიკროფონი“ შექმნა

National Geographic-ის ლათინური ამერიკის გამომცემლობაში შექმნეს მიკროფონი, რომელიც სანდო და მართალი ინფორმაციის გადაცემაში დაეხმარება ადგილობრივ ჟურნალისტებს. 
აღნიშნული მიკროფონი კარგი საშუალება იქნება „ფეიკ“ ნიუსების გამოსავლენად.

მოწყობილობა გაანალიზებს ხმას და მომხმარებლის გულისცემას, რათა განსაზღვროს, ამბობს ის სიმართლეს, თუ არა. თუ მიკროფონზე აენთება „მწვანე“ ე.ი. ყველაფერი მასში ნათქვამი არის სიმართლე, ხოლო თუ „წითელი“, მაშინ ტყუილი. თუ მიკროფონი არ არის გარკვეული, სიმართლეა თუ ტყუილი, ის „ყვითლად“ აენთება.

National Geographic-ში აცხადებენ, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერ სიცრუის დეტექტორში არის შეცდომის ალბათობა, ამიტომ ეს მიკროფონი ამ 
მხრივ სრულყოფილი ვერ იქნება, თუმცა დასძენს, რომ ის გავლენას იქონიებს მასში მოლაპარაკეზე და თავს შეაკავებინებს ტყუილი ინფორმაციის გავრცელებისგან.

მიკროფონის ტესტირება ადგილობრივ ტელეშოუში, გადაცემა Explorer Investigation-ში მოხდება.


კოკა კვირკველია

Bpn.ge

No comments:

Post a Comment