Wednesday, September 26, 2018

საქართველოში მეღვინე ქალთა ასოციაცია დაფუძნდ

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზში "საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის" პრეზენტაცია და პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას Artnews-ი ავრელებს.
დამფუძნებლებმა ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. ასოციაციის დამფუძნებლები არიან: ისტორიკოსი ანა ჭეიშვილი, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემისს დამფუძნებელი ნატალი ბარნაბიშვილი და მარინა კურტანიძე. მარინა კურტანიძე ერთადერთი მეღვინე ქალია საქართველოში.
მარინა კურტანიძის თქმით, დღეს მსოფლიოში ქალები სულ უფრო მეტად არიან ჩართულები როგორც ღვინის დაყენებაში, ასევე ღვინის მწერლობაში, ჟურნალისტიკასა და სხვადასხვა სადეგუსტაციო კომისიებში.
"ქალების წვლილი მეღვინეობის უკან ძალიან დიდია, თუმცა უხილავი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ “საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის” დაარსების მიზანი სწორედ ისაა, რომ გაწეული შრომა გამოჩნდეს და, რაც მთავარია, დაფასდეს. გარდა ამისა, ასოციაციის არსებობა ხელს შეუწყობს ქალ მეღვინეთა გაცნობასა და კომუნიკაციას, გამოცდილებისა და ცოდნის ერთმანეთისადმი გაზიარებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით", - თქვა მარინა კურტანიძემ.
imedinews.ge
 

No comments:

Post a Comment