Sunday, September 30, 2018

დედაენის ბაღში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ აქცია იმართება

SOS მოწამლული ჰაერი- ამ ლოზუნგით დედაენის ბაღში მოსახლეობა აქციას მართავს.
შეკრებილების მთავარი მიზანი ქალაქში გაიშვიათებული მწვანე საფარის დაცვა და გაფართოებაა. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები, დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს საჯარო ტრანსპორტი, მოხდეს ყვითელი ავტობუსების და ე.წ. სამარშრუტო ტაქსების გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდეს და დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საწვავის სწრაფად ჩანაცვლება.
ასევე მოხდეს მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად და მწვანე საფარის დაცვა, გაფართოვება- წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის ორგანიზატორები მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს თხოვენ, წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა თუ როგორ და რა ბერკეტებით განახორციელებენ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment