Thursday, September 27, 2018

საფრანგეთში საკვები დანამატების შეზღუდვას ითხოვენ

საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში განიხილება კანონპროექტი, რომელიც საფრანგეთში საკვები დანამატების შეზღუდვას გულისხმობს. პროექტის ამოქმედების შემდეგ საკვებ პროდუქტებში დანამატების რაოდენობა 7-ჯერ შემცირდება. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
დეპუტატები მოითხოვენ, რომ საკვებში მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით დანამატები და მარილი იყოს დაშვებული. 
კანონმდებლები ასევე მოითხოვენ, პროდუქტის ხარისხის შეფასების სავალდებულო შკალის შემოღებას და ლიმიტის დაწესებას მარილზე, შაქარსა და ცხიმმჟავებზე. შეზღუდვა შეეხება მზა საკვებს და პურსაც.
კანონის ამოქმედება 2025 წლიდან იგეგმება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment