Thursday, September 27, 2018

GEM fest 2019-ის ჩატარების თარიღი და ადგილი ცნობილია


ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest-ი 2019 წელს ლატვიაში, კერძოდ კი ზღვისპირა ქალაქ იურმალაში გაიმართება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა ვიდეოლაივში თქვეს, რომელიც Facebook-ზე გამოქვეყნდა. 
ფესტივალი იურმალაში 12,13 და 14 ივლისს ჩატარდება. ორგანიზატორების ცნობით, ლატვიურ მხარესთან მიწის შესახებ ხელშეკრულება 10 წლის ვადით გაფორმდა. 
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის ლაინაპისა და ფასების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
2018 წლის აგვისტოში GEM fest-ი ანაკლიაში არ გამართულა. ამის მიზეზად კი ორგანიზატორებმა მიწის იჯარით გადაცემის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსგან ოფიციალური პასუხის მიუღებლობა დაასახელეს. 
ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ უწყების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შპს „ჯი ემ ეფ“ის გენერალურმა დირექტორმა დავით დამენიამ და მოითხოვა მათ მიერ ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში უკვე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM fest- 2018”-ის ჩასატარებლად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით გადაცემა. კომპანია თავის წერილში ასევე აღნიშნავდა, რომ ფესტივალის ჩატარებას 9 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით გეგმავდნენ და ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდული იყო.
2017 წლის 21 აგვისტოს GEM fest-ზე დასაქმებულებმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment