Friday, September 28, 2018

შერის სახლში ნარკომოვაჭრე დააკავეს


კალიფორნიაში მომღერალ შერის ვილაზე, სავარაუდოდ ნარკომოვაჭრე დააკავეს. როგორც გამოცემა People-ი წერს, დაკავებულს დონოვან რუისი ჰქვია და ის 23 წლისაა. ის ნარკოტიკების გაყიდვაშია ეჭვმიტანილი, რომლითაც ქალაქ თაუზენდ-ოუქსის მცხოვრები პოლიციელი გარო კურეჯიანი დაიუღუპა.
რუისი შერის სახლში ცხოვრობდა. გავრცელებული ცნობით, ის მომღერლის ერთ-ერთი ასისტენტის შვილია, თუმცა პოლიცია ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. 
პოლიციაში აცხადებენ, რომ თვითონ შერს რუისთან არანაირი კავშირი არ აქვს. დაკავების დროს, 72 წლის მომღერალი სახლში არ იყო - ის ამჟამად ავსტრალიის ტურზეა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment