Thursday, September 27, 2018

7 წლის ბავშვმა განახლებული iOS 12-ს სისტემა გატეხა და თამაშები ჩამოწერა

 ფოტო: shutterstock.com
7 წლის ბავშვის მამამ Apple-ს ახალი ოპერაციული სისტემა iOS 12-ის ერთ-ერთ პარამეტრში ხარვეზი აღმოაჩინა. ამის შესახებ ბავშვის მამამ Reddit-ზე PropellerGuy ნიკის სახელწოდებით დაწერა.
ბავშვის მამა წერს, რომ მისმა შვილმა შეძლო იმ screen time ფუნქციისთვის გვერდის ავლა, რომლითაც მისი თამაშები განიბლოკა. როგორც კი თამაშის დრო გავიდა და აპლიკაცია წაიშლა, ის შევიდა App Store-ში, ჩამოტვირთა წაშლილი აპლიკაცია და გააგრძელა თამაში. 
მამა ფიქრობს, რომ მისი შვილი ონლაინთამაშებში გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე ნებადართულია. გამოდის, რომ ახალი ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც Apple-მა 17 სექტემბერს წარადგინა, ხარვეზიანია. 
iOS 12, Apple-ის ახალი ოპერაციული სისტემა iPhone-ებისა და iPad-ებისთვის რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ გამოვიდა. iOS 12-ის მომართვასთან ერთად აუციელებელია მომხმარებელმა ტელეფონში რამდენიმე პარამეტრი შეცვალოს, რათა იმის მოლოდინი არ ჰქონდეს, რომ მისი გაჯეტიდან ვინმე ინფორმაციას მოიპარავს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment