Saturday, September 29, 2018

7 ცვლილება, რომელიც საქართველოში პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კი თით­ქმის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხე­ბა. „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან და­გეგ­მილ რე­გუ­ლა­ცი­ებს წარ­მოგ­ვიდ­გენს:

ტაქ­სე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა

1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე იკ­რძა­ლე­ბა. რო­გორც თბი­ლი­სის ტაქ­სის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის 9 659 ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის ტაქ­სე­ბი, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი რე­გის­ტრა­ცია არ ექ­ნე­ბათ გავ­ლი­ლი, 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 200 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მე-3 ფაზა

1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის მე­სა­მე ფაზა ამოქ­მედ­დე­ბა. კერ­ძოდ, ოქ­ტომ­ბრი­დან ინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის, რომ­ლის ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა 3,000 კუ­ბუ­რი სმ ან მე­ტია. პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, შექ­მნი­ლია ცხე­ლი ხაზი (1484), რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:00- დან 18:00 სა­თამ­დე.

პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის აკ­რძალ­ვა

1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია დას­ჯა­დი ხდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად აკ­რძალ­ვა 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, უკვე 2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან კი ნე­ბის­მი­ე­რი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლე­ბა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ით. გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა კი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რით გა­მო­იწ­ვევს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ით.

რე­დი­ტის აღე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბა

ოქ­ტომ­ბრი­დან ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის კრე­დი­ტის აღე­ბის პრო­ცე­სი მარ­ტივ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სეს­ხის გა­ცე­მი­სას, შე­მო­სავ­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­სა და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს შო­რის რე­ა­ლუ­რი დრო­ის რე­ჟიმ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოც­ვლის სის­ტე­მა ამოქ­მედ­დე­ბა, რაც გა­ა­მარ­ტი­ვებს სეს­ხის აღე­ბის პრო­ცესს იმ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის, რო­მელ­თაც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი გა­აჩ­ნი­ათ
ambebi.ge

No comments:

Post a Comment