Sunday, September 23, 2018

ტუნისში წყალდიდობას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტუნისში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ France Press-ი წერს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ 1,7 მეტრამდე მოიმატა, რის გამოც ხიდები დაზიანდა და გზები დაიტბორა. 
ტუნისის ხელისუფლების განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში პოლიცია, ჯარი და სამაშველო ჯგუფები მონაწილეობენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment