Sunday, September 23, 2018

კვლევა: ალკოჰოლის მოხმარების გამო კაცები უფრო ხშირად იღუპებიან

ყოველწლიურად, მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ალკოჰოლის საზიანო დოზის მიღების გამო. მათგან 3/4 კაცია. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კვლევაში წერია. 
2016 წელს ალკოჰოლის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 3 მილიონს  გადააჭარბა. ამ მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად, 20 გარდაცვალების შემთხვევიდან ერთის მიზეზი ალკოჰოლია
მსოფლიოში დაახლობით 2.3 მილიარდი ადამიანია ალკოჰოლზე დამოკიდებული. ამასთან, 237 მილიონი კაცი და 46 მილიონი ქალი ალკოჰოლით გამოწვეულ სხვადასხვა დაავადებებს ებრძვის. 
აგვისტოს ბოლოს The Global Burden of Disease-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, არ არსებობს სასმელი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას არ ვნებს. ამ კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში 2.8 მილიონი ადამიანი კვდება ალკოჰოლის გამო. აქ იგულისხმება ალკოჰოლით გამოწვეული ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო, ტუბერკულოზი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვინმეს მოკვლა ან სუიციდი, დახრჩობა, ხანძარი და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპვა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment