Friday, September 28, 2018

მეგან მარკლი ერთადერთხელ გავიდა პრინცის გარეშე გარეთ და ამ საქციელის გამო ის ყველამ გააკრიტიკა

ბრიტანეთის პრინცის ჰარის მეუღლე, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი პირველად წავიდა ოფიციალურ შეხვედრაზე მარტო და სამეფო ოჯახის ეტიკეტის დარღვევა, მაშინვე „მოახერხა“: მან ავტომობილის კარი თავად დახურა. მეგან მარკლის ამ ჟესტმა დიდი დისკუსია გამოიწვია.სასექსის ჰერცოგინია, ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი სამეფო სამხატვრო აკადემიაში გამართულ გამოფენის „ოკეანია“ მოსანახულებლად მივიდა. მარკლის ავტომობილიდან გადმოსვლას რამდენიმე კამერა იღებდა, მიუხედავად ამისა ის არ დაელოდა იმ ადამიანის მისვლას, რომელიც კარის დახურვაზე იყო პასუხისმგებელი და ავტომობილის კარი თავად მიხურა.

...ტვიტერის მომხმარებლებმა ეს მცირე დეტალი მნიშვნელოვან მოვლენად ჩათვალეს. ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, მან პირველად ნახა, რომ სამეფო ოჯახის წევრმა ავტომობილის კარი თავად დახურა. სხვები წერდნენ, რომ მეგანის ეს ქმედება იძულებითი იყო, რადგან ადამიანი, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა ახლოს არ იყო.

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი თქვლის, რომ ჰერცოგინია ჯერ ვერ შეეჩვია სამეგო კარის მრავალრიცხოვან წესებს და „უბრალო მოკვდავივით“ მოქცევას აგრძელებს.
Dainteresdi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში.

No comments:

Post a Comment