Sunday, September 30, 2018

American Music Awards-ზე არეტა ფრანკლინს პატივს მიაგებენ

9 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში American Music Awards გაიმართება. საღამოზე არეტა ფრანკლინს პატივს მიაგებენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ საღამოზე სოულის დედოფლის პატივსაცემად სიმღერებს ისეთი ლეგენდები შეასრულებენ, როგორებიც: Gladys Knight, Ledisi, Mary Mary, Donnie McClurkin და CeCe Winans არიან.
არეტა ფრანკლინი 31 აგვისტოს დეტროიტში დაკრძალეს. მომღერალი უკანასკნელ გზაზე 130 ვარდისფერი კადილაკის თანხლებით გააცილეს. 
American Music Awards 2018-ის საღამო, ლოს-ანჯელესში 9 ოქტომბერს ჩატარდება. ნომინანტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment