Tuesday, September 25, 2018

„ისლამური სახელმწიფო“ ცენტრალურ აზიაში ხალიფატის შექმნას გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ცენტრაცალურ აზიაში ხალიფატის შექმნასა და უკვე შექმნილი ფრთის „ჯამაატის“ გააქტიურებას გეგმავს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ნოვიკოვმა განაცხადა. 
მისი თქმით, ისლამისტების გეგმები არა მხოლოდ ყირგიზეთს, არამედ მთლიანად ცენტრალურ აზიას ემუქრება.
ყირგიზეთის ვიცეპრემიერის თქმით, ავღანეთიდან ტერორისტული საფრთხე სულ უფრო იზრდება, რადგან რადიკალები ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვრებს სულ უფრო ხშირად კვეთენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment