Friday, September 28, 2018

ახალციხეში ავარიას 72 წლის კაცი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში ავტომობილი 72 წლის კაცს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მძღოლი უკვე დააკავეს. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment