Saturday, October 13, 2018

ლამბალოში 17 წლის გოგო სახლიდან გაიტაცეს


გუშინ საღამოს, სოფელ ლამბალოში, 17 წლის ჰუსნია მამედოვა სოფელ თულარის მკვიდრმა სრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. გატაცებულის ოჯახის თქმით, გოგო სახლიდან, ოთახიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა. მათ მანქანაში სავარაუდოდ კიდევ ორი ელოდებოდა.
 ოჯახი პოლიციას მაშინვე დაუკავშირდა, მაგრამ გატაცებულს ამ დრომდე ვერ პოულობენ. დაკავშირება ვერც ტელეფონით ხერხდება. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment