Tuesday, October 9, 2018

რაგბიში ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 7-ქალამ მოიგო


ოთხთა საერთაშორისო ტურნირი Georgia Ledy’s Sevens-მა მოიგო, რომელიც 7-ქალა ეროვნული ნაკრების ბირთვს წარმოადგენდა.
საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალთა რაგბიში საერთაშორისო ტურნირი თბილისში, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ჩატარდა.
ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია და თამაშებს 800-მდე მაყურებელი დაესწრო. Georgia Ledy’s Sevens-მა და ისრაელის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებები დაამარცხეს.
გადამწყვეტ მატჩში ქართველმა გოგონებმა ერთი ლელო მიიღეს, თავად 4 გაიტანეს და 26:5 მოგებით, ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. მესამე ადგილი დასავლეთ საქართველოს ერგო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment