Tuesday, October 9, 2018

კიმ ჩენ ინი რომის პაპს ჩრდილოეთ კორეაში ეპატიჟება

კიმ ჩენ ინმა ფხენიანში პაპი ფრანცისკე მიიწვია. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის  ადმინისტრაციაში განაცხადეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მუნ ჯე ინი კრომის პაპს შესაბამის მიწვევას ევროპაში ოფიციალური ვიზიტის დროს გადასცემს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ევროპას შემდეგ კვირაში ესტუმრება.
კიმ ჩენ ინსა და მუნ ჯე ინს შორის ბოლო შეხვედრა გასულ თვეში შედგა. პაპის მოწვევის შესახებ ჩრდილოკორეელმა ლიდერმა სამხრეთელს სწორედ ამ შეხვედრაზე უთხრა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment