კვლევების თანახმად, მას შემდეგ, რაც წყვილები ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, ისინი სუქდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP გერმანულ გამოცემა Augsburger Allgemeine Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევებმა ცხადჰყეს, რომ წყვილებში წონის მატება ქორწინებაზე დამოკიდებული არ არის. ერთად ცხოვრების დაწყების შემდეგ წყვილები ორჯერ უფრო სუქდებიან, ვიდრე ქორწინების პირველ ოთხ წელიწადში.
სპეციალისტების განმარტებით, ურთიერთობების სტატუსის ცვლილება ხშირად განაპირობებს ყოველდღიური კვების რეჟიმის ცვლილებასაც. მაგალითად წყვილები ერთად საუზმობენ, მაშინ, როდესაც მარტო ცხოვრების დროს შეიძლება დილის კვება სულაც გამოეტოვებინათ ან უფრო მცირე ულუფად მიეღოთ.
დაშორების შემდეგ კი, ზოგადად, ადამიანები წონაში იკლებენ - კაცებისა და ქალების სხეულის მასის ინდექსი დაშორების შემდეგ, უმეტესად, ურთიერთობების დაწყებამდე არსებულ ნიშნულს უბრუნდება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment