ოკუპირებული ყირიმის ვიცეპრემიერი ვიტალი ნახლუპინი მოსკოვში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მომხდარი, სავარაუდოდ, ყირიმში გზების მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებს უკავშირდება. ადრე ნახლუპინი ფედერალური გზების მშენებლობის პროგრამის განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი.
17 ოქტომბერს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის კონკურენციის პოლიტიკის კომიტეტსა და ყირიმის საავტომობილო გზების სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. რუსული მედიის წყაროების ცნობით, საქმე შეიძლება შეეხებოდეს, ოკუპირებული ყირიმის რკინიგზასა და "Крымэнерго"-სთან დაკავშირებულ საკითხებს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment