Wednesday, October 17, 2018

ესპანეთის მეფე მეტროში ვერ იცნეს

ესპანეთის მეფე ფილიპე VI მეტროში ჩავიდა და მატარებლით რამდენიმე სადგური გაიარა. ზუსტად 99 წლის წინ, 1919 წლის 17 ოქტომბერს ფილიპეს დიდმა ბაბუამ ალფონსო XIII ზუსტად ეს მარშუტი გაიარა. თითქმის საუკუნის წინ მადრიდის მეტრო ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
მეტროში ტურისტებმა მეფე ვერ იცნეს, ადგილობრივები კი ფილიპე VI შეძახილებით შეხვდნენ: გაუმარჯოს ესპანეთს, გაუმარჯოს მეფეს. მიწისქვეშა ტრანსპორტით მგზავრობისას მეფეს თან მრეწველობის და ინფორმაციის მინისტრები ახლდნენ.
მადრიდში მეტროპოლიტენის მშენებლობა ორი წელი და სამი თვე მიმდინარეობდა. მაშინ მატარებლები საათში 25 კილომეტრს გადიოდნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment