Monday, October 15, 2018

არშემდგარი რეფერენდუმის შემდეგ, მაკედონიის სახელწოდებაზე პარლამენტი იმსჯელებს




მაკედონიის პარლამენტში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე დებატებია დაგეგმილი. ამის ინიციატორი პრემიერმინისტრი ზორან ზაევია. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მაკედონიაში 30 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 91,4%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას, 5,7% კი წინააღმდეგი იყო. მაგრამ 50%-ზე დაბალი, 35% იყო ამომრჩეველთა აქტივობა, რის გამოც მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციამ  არალეგიტიმურად გამოაცხადა რეფერენდუმი ქვეყნისთვის სახელის შეცვლის საკითხზე.
ახლა მთავრობის მეთაური ცდილობს პრობლემა პარლამენტის გზით გადაჭრას.
ქვეყნის ახალი სახელწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა 17 ივნისს მოაწერეს.
მაკედონიის სახელწოდების შესახებ კამათი 1991 წელს იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. ახლა, როდესაც მაკედონია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, მისი სახელწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment