Tuesday, October 16, 2018

ებრაელ სპორტსმენს ისრაელის ისტორიაში ერთადერთი ოლიმპიური ოქროს მედლის გაყიდვა სურს

ისრაელის ისტორიაში ერთადერთ ოლიმპიურ ჩემპიონს გელ ფრიდმანს თავისი ოქროს მედლის გაყიდვა სურს. ამის შესახებ ფრიდმანმა facebook-ზე დაწერა.
სპორტსმენი ამბობს, რომ ახლა ეძებს ექსპერტს, რომელიც მას ოქროს მედლის გაყიდვაში დაეხმარება. ფრიდმანის თქმით, მას ფული სჭირდება და ამიტომ მედალსაც იმ თანხად გაყიდის, რა თანხაც სჭირდება.
პირველი ოლიმპიური ოქრო ისრაელმა ნაოსნობაში მიიღო და მისი მფლობელი გელ ფრიდმანი გახდა. ფრიდმანმა 1996 წელს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ერთი წლის წინ სპორტსმენმა მუშაობა ფოტოგრაფად დაიწყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment