Monday, October 15, 2018

კრემლი: ტრამპის მხრიდან პუტინის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდება არ გაჟღერებულა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დონალდ ტრამპის განცხადებაში კომენტარი გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ პუტინი შესაძლოა დაკავშირებული იყო პოლიტიკურ მკვლელობებთან და მოწამვლასთან. 
„მე არ მივცემდი ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს. აქ მთავარია სიტყვათა შეთანხმებას მივაქციოთ ყურადღება. სხვანაირ პასუხს რა თქმა უნდა ამერიკის ლიდერი ვერც გაცემდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა. 
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინს შესაძლოა პოლიტიკური მკვლელობები ჩაუდენია, თუმცა ეს არ არის პირდაპირი ბრალდება. 
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური დიდ ბრიტანეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა. 
სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური  დაპირისპირება მოჰყვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment