Wednesday, October 17, 2018

ქერჩის კოლეჯში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა

ყირიმში, ქერჩის ერთ-ერთი კოლეჯში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაიჭრა. რუსული მედია რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ კოლეჯში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
აფეთქება ტექნიკუმის სასადილოში მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა, თუმცა მოგვიანებით ანტიტერორისტულმა სამსახურმა განაცხადა, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
რამდენიმე თვითმხილველის ჩვენებით, აფეთქებამდე კოლეჯში სროლის ხმაც ისმოდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment