Thursday, October 18, 2018

საჩვენებელი და არათითის განსხვავებული ზომა სექსუალურ ორიენტაციასთანაა კავშირში🖐🏻

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომელთა მარცხენა საჩვენებელი და არათითი (საქორწინო ბეჭდის) სხვადასხვა ზომისაა, როგორც წესი ლესბოსელები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს
მეცნიერებმა 18 წყვილი ტყუპი შეისწავლეს, რომელთაგან ერთი ჰეტეროსექსუალი იყო, მეორე კი ჰომოსექსუალი. საშუალოდ ლესბოსელ ტყუპს, განსხვავებული ზომის საჩვენებელი და არათითი ჰქონდათ, ამასთან კი კაცური ნიშან-თვისებები არამხოლოდ მარცხენა ხელზე. 
ეს შეიძლება დედის მუცელში ტესტოსტერონის მომატების გავლენა იყოს, - აცხადებენ ესექსის უნივერსიტეტის მეცნიერები. 
მკვლევრებმა ასევე დააზომეს 14 წყვილი კაცი ტყუპის თითები, სადაც ერთი ჰეტეროსექსუალი იყო, მეორე კი გეი, თუმცა კავშირი ვერ იპოვეს. მეცნიერების თქმით, სხვადასხვა ზომის საჩვენებელი და არათითი როგორც წესი კაცებს აქვთ, ხოლო ქალებში მსგავსი ნიშანი მისი სექსუალურ ორიენტაციის მახასიათებელია
imedinews.ge

No comments:

Post a Comment