Thursday, October 18, 2018

ლავროვი: ნატოს ეყოფა გონიერება, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაუშვას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ რუსეთსა და ნატოს შორის პროფესიული დიალოგი საკმარისად არ ხორციელდება. ლავროვის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვსა და ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს კერტის სკაპაროტის შორის გამართული სატელეფონო საუბრებიც არასკმარისია.
"ვფიქრობ, ყველას ეყოფა გონიერება, რომ არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვაშფოთებს რუსეთისა და ნატოს სამხედროებს შორის პროფესიონული დიალოგის არ არსებობა", - ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Russia Today-ს ფრანგული ბიუროს ჟურნალისტს.
რეპორტიორმა მინისტრს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე სამხედრო სწავლებებზე ჰკითხხა და დაინტერესდა, არსებობს თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ რამდენიმე საკთხზე ისაუბრა, მათ შორის ნატოზე, ევროკავშირზე, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებსა და ანტირუსულ სანქციებზე. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე ლაპარაკისას, ლავროვმა საქართველო და ნატოს სწავლებებიც ახსენა. რუსეთის საგარეო უწყებამ სამხედრო წვრთნებს ღია პორვოკაცია უწოდა.
 "ჩვენს საზღვრებთან შეარაღების კონცენტრირება და ევროპაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ხდება იმ მიზნით, რომ ამერიკული მძიმე შეიარაღება და ასევე ნატოს ქვეყნების სამხედრო ტექნიკა ჩვენს საზღვრებს ადვილად მიუახლოდვეს. შავ ზღვაში ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის სამხედრო სწავლება ღია პროვოკაციაა. უკრაინას სურს, რომ აზოვის ზღვაში ნატოს სამხედრო სწავლება დაიწყოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან უკრაინასთან ჩვენი შეთანხმება, ზღვაში სამხედრო გემების შეყვანაზე ორმხრივ თანხმობას მოითხოვს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment