Tuesday, October 9, 2018

ყატარი ღაზის სექტორში ერთადერთ ელექტროსადგურს აღადგენს


გაერო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ყატარი მზადაა, აღადგინოს ერთადერთი ელექტროსადგური ღაზის სექტორში და სადგურისთვის საჭირო ოდენობის საწვავიც გამოჰყოს. მცირე რაოდენობის საწვავი, გაეროს წარმომადგენლების თანხლებით, ღაზის სექტორში უკვე შეიტანეს. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის, ჯეიმი მაკგოლდრიკის თქმით, ელექტროსადგურის აღდგენის შემდეგ რეგიონის მოსახლეობას დღე-ღამეში უფრო ხანგრძლივად ექნება ელექტროენერგია. ახლა ღაზის სექტორში ადგილობრივებს 24 საათიდან 16 საათზე მეტის გატარება ელექტროენერგიის გარეშე უწევთ. ღაზის სექტორში 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 
გაეროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელთან „ყველაზე ოპტიმალური გზის“ მოსანახად, რათა ღაზის სექტორისთვის საწვავის მიწოდება არ შეფერხდეს. 
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე შეტევისთვის ემზადება. რამდენიმე თვეა, ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება არ წყდება. 30 მარტიდან, მას შემდეგ, რაც ისრაელი-ღაზას საზღვარზე პალესტინელებმა ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლისა და ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით, აქციები დაიწყეს, სულ მცირე 198 პალესტინელი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. 
მოძრაობა ჰამასი 1987 წლიდან არსებობს. 2007 წლიდან ის ღაზას სექტორს აკონტროლებს. ის ისრაელში, კანადაში, იაპონიასა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი, აკრძალულია იორდანიასა და ეგვიპტეში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment