Tuesday, March 12, 2019

ვინ არიან 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გლდანში "საქართველოს ბანკს" დაესხნენ თავს

გლ­დან­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

8 მარტს მომ­ხდა­რ ყა­ჩა­ღუ­რ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 20 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­მელ­თაც ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ.
შსს-ს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის მა­მუ­კა ჭე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ყა­ჩა­ღო­ბის, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.
AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნიკა ქარ­სა­ლა­ძეა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ასე­ვე, წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვია 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კახა გამ­ხუ­აშ­ვი­ლი მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.21 წლის ნიკა ქარ­სე­ლა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ფე­ის­ბუქ-გვერ­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, გამ­ხუ­აშ­ვი­ლი და ქარ­სე­ლა­ძე ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი იძებ­ნე­ბა.
რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი გულ­დე­და­ვამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მათ არ ჰქონ­დათ თავ­ზე არა­ფე­რი ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მათი ამოც­ნო­ბა შეძ­ლეს. ასე­ვე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ავ­ტო­მო­ბილ­ში მო­იხ­სნა ნი­ღა­ბი. სწო­რედ ასე შეძ­ლეს მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა და­ყა­ჩა­ღე­ბი­სას გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბას, პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 8 100 ევრო, 13 000 დო­ლა­რი და 10 000 ლა­რია წა­ღე­ბუ­ლი ბან­კი­დან.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment