Thursday, March 14, 2019

ჩრდილოეთ ოსეთში დეპუტატმა ვასილ გოგიჩაიშვილმა სკოლის მასწავლებელი თმებით ათრია

ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში სკან­და­ლუ­რი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რო­მელ­შიც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დე­პუ­ტა­ტი ვა­სილ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი (ზო­გი­ერთ წყა­რო­ში გო­გი­ჩა­ე­ვი) მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პარ­ტია "რუ­სე­თის პატ­რი­ო­ტე­ბის" წევ­რი არ­დო­ნის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელს თმებ­ში სწვდა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვე­ბის თვალ­წინ ჩა­ი­დი­ნა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, 6 მარტს პო­ლი­ტი­კო­სი ვა­სილ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­იჭ­რა და და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბელს და­ეს­ხა თავს. შემ­დეგ კი მას­წავ­ლე­ბელს თმა­ში სწვდა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­ათ­რია.
სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "360"-ის ცნო­ბით, დე­პუ­ტა­ტი მას­წავ­ლე­ბელს იმის გამო გა­უს­წორ­და, რომ მან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის ძმიშ­ვი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა და აღ­მზრდე­ლო­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­უ­ტა­რა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­პუ­ტატ­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ინ­ცი­დენტს შე­ეს­წრნენ, ის­ტე­რი­კა­ში იყ­ვნენ. მა­თი­ვე თქმით, ბავ­შვე­ბის ტი­რი­ლი­სა და ის­ტე­რი­კის მი­უ­ხე­და­ვად, "ამ არა­ა­და­მი­ანს" მას­წავ­ლე­ბელ­ზე თავ­დას­ხმა არ შე­უ­წყვე­ტია.
თვითმხილ­ვე­ლე­ბი იმა­საც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში დე­პუ­ტა­ტი მას­წავ­ლე­ბელს და­ნი­თაც ემუქ­რე­ბო­და.
ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა თა­ვად გა­ნა­ცხა­და უარი დე­პუ­ტა­ტის მან­დატ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ვი­დეო ჩა­წე­რა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ვი­თარ ცე­მას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და გაბ­რა­ზე­ბა მისი ძმის­შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას­თვის 70 რუბ­ლის მო­პარ­ვის დაბ­რა­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სკან­და­ლი რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გან­გებ აუ­გო­რა.
"ჩემი 12 წლის ძმის­შვი­ლი უსა­მარ­თლოდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს ფუ­ლის მო­პარ­ვა­ში, ჩემს ად­გი­ლას ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ვი­დო­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, თუმ­ცა მე თითი არა­ვის­თვის და­მი­კა­რე­ბია.
ეს იმის ბრა­ლია, რომ ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. აქამ­დე მი­ვი­და ამ კრი­ტი­კის შე­დე­გი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე მარ­თა­ლი ვარ, მი­ვიჩ­ნევ სა­ჭი­როდ, დავ­თმო მან­და­ტი, რომ სა­მო­მავ­ლოდ თა­ვი­დან ავი­ცი­ლო ჩემი და "რუ­სე­თის პატ­რი­ო­ტე­ბის" დის­კრე­დი­ტა­ცია.
აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქამ­დეც არა­ერ­თხელ უჩი­ოდ­ნენ დე­პუ­ტა­ტის მხრი­დან აგ­რე­სი­ას. გა­სულ წელს ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ფიქ­სირ­და სხვა პე­და­გო­გის მი­მართ. ამ ჯერ­ზე კი სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მშობ­ლებ­თან ერ­თად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ე­მარ­თა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment