Saturday, March 16, 2019

"ვლოცულობდი - ღმერთო, ნეტა ტყვიები მალე გაუთავდეს..." - ახალ ზელანდიაში მსხვერპლი 49-მდე გაიზარდა

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 49-მდე გა­ი­ზარ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას „ინ­დე­ფენ­დენ­თი“ ავ­რცე­ლებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გარ­შე­მო მხო­ლოდ გვა­მე­ბი და სის­ხლი ჩან­და. თავ­დას­ხმა ორ მე­ჩეთ­ზე ქა­ლაქ ქრისტჩერჩში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე მოხ­და.
.
პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე 28 წლის კაცი და კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი. ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი ტე­რაქტს, რო­მელ­შიც თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, „ფე­ის­ბუქ­ზე“ ლა­ი­ვით გა­დას­ცემ­და.
ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი CNN-თან ამ­ბობს, რომ თავ­დას­ხმის დროს მან­ქა­ნით მე­ჩე­თებ­თან ახ­ლოს მი­დი­ო­და, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რო­გორ წვე­ბო­და ხალ­ხი მი­წა­ზე.
„მან­ქა­ნი­დან გად­მოვ­ხტი და გა­ვი­გე სრო­ლის ხმა. ვცდი­ლობ­დი, ვინ­მეს დავ­ხმა­რე­ბო­დი. მა­მა­კა­ცი და­ვი­ნა­ხე მცი­რე­წლო­ვან გო­გო­ნას­თან ერ­თად, მას ტყვია ზურ­გში ეს­რო­ლეს. ხმა­მაღ­ლა ყვი­რო­და, მო­ვა­ხერ­ხე ბავ­შვთან ერ­თად მისი მან­ქა­ნა­ში ჩას­მა და კი­დევ ერთ მა­მა­კაც­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე,“ - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას CNN არ ასა­ხე­ლებს.
კი­დევ ერთი მა­მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ტე­რაქ­ტის დროს მე­ჩე­თის ტუ­ა­ლეტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ­ბობს, რომ კა­რი­დან გას­ვლა ვერ შეძ­ლო და ფან­ჯრის შუშა ჩა­ამ­ტვრია, რომ გა­რეთ გა­მო­სუ­ლი­ყო.
„მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სრო­ლა არ შემ­წყდა­რა,“ - ამ­ბობს ის.
კი­დევ ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა კი CNN-ს უთხრა, რომ ლო­ცუ­ლობ­და, თავ­დამ­სხმელს ტყვი­ე­ბი გას­თა­ვე­ბო­და.
„ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვფიქ­რობ­დი, იყო ის, რომ ტყვი­ე­ბი ადრე თუ გვი­ან მას აღარ ექ­ნე­ბო­და. ვლო­ცუ­ლობ­დი, „ღმერ­თო, ნეტა მალე გა­უ­თავ­დეს ტყვი­ე­ბი!“ - ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.
ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მან­ქა­ნებ­ზე ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
მა­ნამ­დე კი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ თავ­დას­ხმის შემ­დეგ იპო­ვეს არა­ერ­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გამ­ნაღმვე­ლებ­მა გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყვეს
ambebi.ge

No comments:

Post a Comment