Saturday, March 16, 2019

ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთში გრანდ სლემზე მეორე მედალი მოიპოვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთში მიმდინარე გრანდ სლემზე მეორე მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე დაეუფლა. მაისურაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის. 
ქართველმა გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონს ახალგაზრდებს შორის, ჰოლანდიელ, ფრანკ დე ვიტს სძლია. 
ეკატერინბურგის „გრანდ სლემზე“ საქართელოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ბრინჯაოს 2 მედალია. ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ბაგრატ ნინიაშვილმა ( 66 კგ. ) მოიპოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment