Thursday, March 14, 2019

მოურინიო:"ზიდანის დანიშვნით იმედგაცრუებული არ ვარ"

ჟოზე მოურინიოს თქმით, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნით იმედგაცრუებული არაა.
"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული არ ვარ. ჩემთან არასოდეს განუხილავთ დაბრუნება მსურს თუ არა. ვფიქრობ, ეს იდეალური გადაწყვეტილებაა.
ზიდანმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საუცხოოდ იმუშვა და ეს ნაბიჯი, როგორც მისთვის, ასევე კლუბისთვის იდეალურია.
ახლა მას ახალი პროექტი აქვს და ყველაფრის ნულიდან დაწყება შეუძლია, რათა ყველას თავისი ნიჭი დაუმტკიცოს. ასე რომ მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ" - ციტირებს football-espana.net პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელსაც ზიდანის დანიშვნამდე მასმედია "რეალში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდა. 
Setanta.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment