Sunday, March 17, 2019

ჰარცელი: რუსეთმა საქართველოს კვარაცხელიას გარდაცვალებაზე მტკიცებულებები უნდა გადასცეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გალში გარდაცვლილი ახალგაზრდის, ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს მიუსამძიმრა. ამის შესახებგავრცელებულ განცხადებაში წერია.
"ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს.
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად“, - განაცხადა ჰარცელმა.
გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ. მანამდე გალში მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს თბილისის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment