NASA 2020 წლის საფინანსო წლისთვის (1 ოქტომბრიდან) დამატებით 500 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითხოვს წერს The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით.
აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო ამ თანხის დახარჯვას მთვარეზე განსახორციელებელ კვლევებზე აპირებს.
NASA ასევე გეგმავს აშშ-ის ბიუჯეტიდან 21 მილიარდი დოლარის მიღებას. 2019 წელს ორგანიზაციამ მოთხოვნილ თანხაზე 2%-ით ნაკლები მიიღო.
2018 წელს NASA-მ განაცხადა რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მთვარის მახლობლად სადგურის აშენებას გეგმავდა. 2017 წელს აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ მთვარის სადგური Deep Space Gateway ააშენებდნენ. თავის მხრივ რუსეთი მზადაა დაამზადოს სპეციალური კამერა, რომელიც ღია კოსმოსში ეკიპაჟის გასვლას უზრუნველყოფს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment